DSC080991

მაკა გორგოძე

მოსამართლე

დაიბადა 1975 წლის 9 იანვარს, ადიგენის რაიონის კურორტ აბასთუმანში.

განათლება:

1992 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის N5 საშუალო სკოლა;

1997 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

1999 წელს სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სამართლისისტორიის სპეციალობით (ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმით გათვალისწინებული გამოცდები, პარალელურად მუშაობდა თემაზე ერეკლე მეორის სამართლებრივი დოქტრინა);

2003-2005 წლებში იყო თბილისის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის მაძიებელი, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 11 სამეცნიერო სტატია, ასევე არის მონოგრაფიის ავტორი თემაზე ‘რეციდიული დანაშაულობის კრიმინოლოგიური დახასიათება“;

ამჟამად არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

სამუშაო გამოცდილება:

1998-1999 წლებში მუშაბდა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში, ლექტორად;

1999-2004 წლებში კითხულობდა ლექციებს ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკური ტექნიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის კათედრაზე სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით;

2004-2005 წლებში მუშაობდა ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკური მოძღვრების, საქართველოს ისტორიის და სამართლის კათედრაზე, სისხლის სამართლის მიმართულებით;

2005- 2006 წლებში იყო ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკური ტექნიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის კათედრის სისხლის სამართლის მიმართულების ლექტორი;

2006-2007 წლებში კითხულობდა ლექციებს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სისხლის სამართლის მიმართულებით (სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის სექტორში);

2007 წელს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში სპეციალისტად;

2007 წელს მუშაობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსად;

2007-2009 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2009- 2012 წლებში მივლინებული იყო ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად, პარალელურად დავალებული ჰქონდა ხარაგაულის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილება;

2010-2012 წლებში იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2012 წლიდან იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის 1/159 გადაწყვეტილებით სამი წლის გამოსაცდელი ვადით 25 ივლისიდან გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ოქტომბრის 1/270 გადაწყვეტილებით უვადოდ გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლს სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ კანონით დაგენილი ასაკის მიღწევამდე.


სასამართლოსთვის მიმართვის წესი

სასამართლოსთვის მიმართვის წესი

ქუთაისის სასამართლოს შენობის ისტორია

ისტორია

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ძვ. წ.   XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება, მდინარე რიონის   მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე კი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ვრცელი   დასახლების კვალია შემორჩენილი.

იხილეთ მეტი
http://parliament.ge
http://supremecourt.ge
http://hcoj.gov.ge/
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
1348490145_macne
1343896684_sajaro shetyobinebebi
1348490167_googlemap