სიმონ ჩხაიძე

მოსამართლე

დაიბადა 1974 წლის 31 მარტს. ბათუმში

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1996-99 წლებში მუშაობდა ბათუმის სოციალურ-პოლიტიკურ ინსტიტუტში, ხოლო შემდგომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მასწავლებლად.

1998 წელს იყო დამოუკიდებელი რეგისტრატორი "რეესტრ-ცენტრის" იურისტი. 
1998-2000 წლებში იყო სს "ინდუსტრია-ინვესტის" იურისტი.

1999-2000 წლებში იყო შპს "იურიდიულ-საგადასახადო კონსალტინგის" დირექტორი, ხოლო 2000-2004 წლებში - შპს "იურიდიულ-საგადასახადო კონსალტინგის" თბილისის ფილიალის დირექტორი. 
2004-2006 წლებში იყო სპს "ალაფიშვილი, ყავლაშვილი და ჩხაიძე - GLG იურიდიული ოფისის" მმართველი პარტნიორი.

1999-2006 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 
2004 წლის 1 ივნისიდან 2004 წლის 1 ოქტომბრამდე იყო აჭარის ა/რ უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი. 
შემდგომ მუშაობდა თავისუფლების ინსტიტუტში რეგიონალურ ომბუდსმენად.

საქართველოსპრეზიდენტის №136 2006წლის 20 თებერვლის ბრძანებულებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. 

2006 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


სასამართლოსთვის მიმართვის წესი

სასამართლოსთვის მიმართვის წესი

ქუთაისის სასამართლოს შენობის ისტორია

ისტორია

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ძვ. წ.   XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება, მდინარე რიონის   მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე კი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ვრცელი   დასახლების კვალია შემორჩენილი.

იხილეთ მეტი
http://parliament.ge
http://supremecourt.ge
http://hcoj.gov.ge/
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
1348490145_macne
1343896684_sajaro shetyobinebebi
1348490167_googlemap