IMG_1094

თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლე

დაიბადა 1956 წლის 8 დეკემბერს, ქ. ტიბულში.

 1973 წელს დაამთავრა ქ. ტყიბულის #1 საშუალო სკოლა.

1975-1977 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყაზახეთში, სპეციალური დანიშნულების ასეულში.

1986 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1978 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში, იყო რიგითი პოლიციელი, უბნის ინსპექტორი და გამომძიებელი.

მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

1994-2002 წლებში მუშაობდა საგამოძიებო დანაყოფის ერთ-ერთ ხელმძღვანელად იმერეთის საგამოძიებო სამსახურში.

2002-2003 წლებში მუშაობდა იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსად.

2003-2006 წლებში იყო ტყიბულის შს საქალაქო განყოფილების უფროსი.

2006 წლიდან არის ტყიბულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2010 წლებში დაკისრებული ჰქონდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2010 წლის სექტემბრიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2012 წლის 2 ნოემბრიდან არის ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

საქართველოს ისუტიციის უმაღლესი საბჭოს 2015  წლის 25  დეკემბრის №1/200 გადაწყვეტილებით 2016 წლის 4 იანვრიდან, დაინიშნა ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ, 3 წლის ვადით.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


სასამართლოსთვის მიმართვის წესი

სასამართლოსთვის მიმართვის წესი

ქუთაისის სასამართლოს შენობის ისტორია

ისტორია

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ძვ. წ.   XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება, მდინარე რიონის   მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე კი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ვრცელი   დასახლების კვალია შემორჩენილი.

იხილეთ მეტი
http://parliament.ge
http://supremecourt.ge
http://hcoj.gov.ge/
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
1348490145_macne
1343896684_sajaro shetyobinebebi
1348490167_googlemap