Malxaz okropirashvili

მალხაზ ოქროპირაშვილი

მოსამართლე

დაიბადა 1972 წლის 9 ოქტომბერს

 ქ. ქუთაისში.
1989 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის №17 საშუალო სკოლა.

1990-1996 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 
1992 წლის იანვრიდან მაისამდე მუშაობდა ქ. ქუთაისის სასამართლოში სასამართლოს აღმასრულებლად.

1992-1999 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის სასამართლოში სხდომის მდივნად. 
1999-2005 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ. 
2005 წლის ივნისში წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 სექტემბრის №803 ბრძანებულებით დაინიშნა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის №84 ბრძანებულებით გათავისუფლდა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის №84 ბრძანებულებით გათავისუფლდა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის №82 ბრძანებულებით გაამწესეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ თავისი სამოსამართლეო უფელბამოსილების ვადის ფარგლებში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 31 მაისის №1/102-2007 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 31 მაისის №1/107-2007 გადაწყვეტილებით დაეკისრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება. 

საქართველოს იუსუტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 1 აგვისტოს №1/133 გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ. 

საქართველოს იუსუტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 1 აგვისტოს №1/134 გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.

საქართველოს იუსუტიციის უმაღლესი საბჭოს 2015  წლის 25  დეკემბრის №1/201 გადაწყვეტილებით 2016 წლის 4 იანვრიდან, დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ, 3 წლის ვადით.

 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 19 ივნისის №1/204 გადაწყვეტილებით 2017 წლის 20 ივნისიდან დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


სასამართლოსთვის მიმართვის წესი

სასამართლოსთვის მიმართვის წესი

ქუთაისის სასამართლოს შენობის ისტორია

ისტორია

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ძვ. წ.   XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება, მდინარე რიონის   მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე კი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ვრცელი   დასახლების კვალია შემორჩენილი.

იხილეთ მეტი
http://parliament.ge
http://supremecourt.ge
http://hcoj.gov.ge/
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
1348490145_macne
1343896684_sajaro shetyobinebebi
1348490167_googlemap