ირმა პერანიძე

მოსამართლე

დაიბადა 1967 წლის 7 ივლისს ქ. ზესტაფონში

1984 წელს დაამთავრა ქ. ზესტაფონის საშუალო სკოლა. 1985 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში და უნივერსიტეტის დამთავრების შემდომ მუშაობდა სხვადასხვა წარმოება-დაწესებულებებში.

1999-2003 წლებში მუშაობდა სოხუმის ჰუმანიტარულ - ეკონომიკურ ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად. 
2001-2003 წლებში მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სპეციალისტად. 
აქვს უწყვეტად მუშაობის 24 წლის, მათ შორის სპეციალობით მუშაობის, 20 წლის სტაჟი.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 სექტემბრის №477 ბრძანებულების საფუძველზე დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის "ო" ქვეპუნქტისა და 541 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2005 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 31 ოქტომბრის №889 ბრძანებულებით გათავისუფლებულ იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. 

2005 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


სასამართლოსთვის მიმართვის წესი

სასამართლოსთვის მიმართვის წესი

ქუთაისის სასამართლოს შენობის ისტორია

ისტორია

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ძვ. წ.   XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება, მდინარე რიონის   მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე კი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ვრცელი   დასახლების კვალია შემორჩენილი.

იხილეთ მეტი
http://parliament.ge
http://supremecourt.ge
http://hcoj.gov.ge/
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
1348490145_macne
1343896684_sajaro shetyobinebebi
1348490167_googlemap