თამარი სვანიძე

მოსამართლე

დაიბადა 1962 წლის 13 ივლისს ოზურგეთის რაიონი სოფელ ვაკიჯვარში

1979 წელს დაამთავრა ვაკიჯვარის საშუალო სკოლა. 1980 წელს დაამთავრა ლიხაურის პროფ.ტექნიკური სასწავლებელი. 1980-81 წლებში მუშაობდა სოფ. ვაკიჯვარის კოლმეურნეობაში. 1982 წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1987 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1987-90 წლებში მუშაობდა ოზურგეთის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების იურისკონსულტად.

1991-99 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის ადვოკატად. 

1999 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ.

2005 ნოემბრიდან პრეზიდენტის ბრძანებულებით გათავისუფლებული იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება თავისი სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. 
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


სასამართლოსთვის მიმართვის წესი

სასამართლოსთვის მიმართვის წესი

ქუთაისის სასამართლოს შენობის ისტორია

ისტორია

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ძვ. წ.   XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება, მდინარე რიონის   მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე კი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ვრცელი   დასახლების კვალია შემორჩენილი.

იხილეთ მეტი
http://parliament.ge
http://supremecourt.ge
http://hcoj.gov.ge/
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
1348490145_macne
1343896684_sajaro shetyobinebebi
1348490167_googlemap