დიმიტრი გვრიტიშვილი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმვჯდომარე

დაიბადა 1980 წლის 16 ოქტომბერს, დუშეთში.
1998 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის №36 საშუალო სკოლა.

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 

2003-2005 წლებში მუშაობდა კავშირში 'ადვოკატთა ასოციაცია'.

2005-2007 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. 

2007 წელს მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად. 

2007-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2008-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2012 წლის 16 ოქტომბრიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და ამასთანავე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

ჰყავს მეუღლე.


სასამართლოსთვის მიმართვის წესი

სასამართლოსთვის მიმართვის წესი

ქუთაისის სასამართლოს შენობის ისტორია

ისტორია

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ძვ. წ.   XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება, მდინარე რიონის   მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე კი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ვრცელი   დასახლების კვალია შემორჩენილი.

იხილეთ მეტი
http://parliament.ge
http://supremecourt.ge
http://hcoj.gov.ge/
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
1348490145_macne
1343896684_sajaro shetyobinebebi
1348490167_googlemap