vera dolidze1

ვერა დოლიძე

მოსამართლე

დაიბადა 1970 წლის 22 აგვისტოს ქ. ქუთაიში.

1993 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1994-1998 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის პროკურატურის სტაჟიორად.

1998-2001 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის პროკურორის თანაშემწედ. 

2001-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005-2006 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2006-2009 წლებში იყო ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2009 წელს (ქობულეთის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის შემდგომ) დაეკისრა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება და მოსამართლის უფლებამოსილებას ახირციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2009-2012 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2012 წლის 15 აგვისტოდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 06 მარტის №164/01-04 ბრძანებით ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


სასამართლოსთვის მიმართვის წესი

სასამართლოსთვის მიმართვის წესი

ქუთაისის სასამართლოს შენობის ისტორია

ისტორია

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ძვ. წ.   XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება, მდინარე რიონის   მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე კი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ვრცელი   დასახლების კვალია შემორჩენილი.

იხილეთ მეტი
http://parliament.ge
http://supremecourt.ge
http://hcoj.gov.ge/
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
1348490145_macne
1343896684_sajaro shetyobinebebi
1348490167_googlemap