საჯარო ინფორმაცია

ყველას აქვს უფლება გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. 
საჯარო ინფორმაციის მისაღებად განცხადების წარმოდგენა შეიძლება ადგილზე, ფოსტის მეშვეობით ან ელექტრონულად, საჯარო ინფორმაციის პროგრამის მეშვეობით. 
საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ ან კანონით დადგენილ შემთხვევებში არაუგვიანეს 10 დღისა. 
მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია), თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. 
გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლის სახით მიწოდების შემთხვევაში "საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გამომთხოვ პირს ეკისრება შემდეგი მოსაკრებლის გადახდა: 
- ასლი - ერთი გვერდი - 0,05 ლარი; 
- პრინტერზე ამობეჭდვა - ერთი გვერდი - 0,10 ლარი; 
- კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა - 1 დისკი - 2,65 ლარი (კომპაქტური დისკის წარმოდგენის შემთხვევაში ინფორმაციის ჩაწერა უფასოა).
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას. 
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეგიძლიათ გაასაჩივროთ მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ზემდგომ თანამდებობის პირთან.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი:

ქეთევან აწყურელი (კანცელარიის უფროსი)

ტ:. (+995 431) 25 61 08,   25 61 17,   (116) შ/ნ,   ელ-ფოსტა:. q.atskureli@court.ge

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:

საქართველოს კონსტიტუცია 
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 
საქართველოს კანონი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ 
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი

ფორმები:

განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების ნიმუში
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების შევსების ინსტრუაცია 
ადმინისტრაციული საჩივარი

ყოველწლიური ანგარიშები საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ.

2013 წლის ანგარიში
2014 წლის ანგარიში
2015 წლის ანგარიში
2016 წლის ანგარიში

სასამართლოსთვის მიმართვის წესი

სასამართლოსთვის მიმართვის წესი
http://parliament.ge
http://supremecourt.ge
http://hcoj.gov.ge/
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
1348490145_macne
1343896684_sajaro shetyobinebebi
1348490167_googlemap