პრეს-რელიზი

გამოქვეყნებულია: 30/06/2017

  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საგადასახადო დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ კერძო პირის გამარჯვებით დასრულდა. საქმე ეხებოდა შპს ,,ჯორჯიან მარგანეზში’’ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად 200 მილიონამდე თანხის დარიცხვის კანონიერებას.

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით,  საგადასახადო ორგანოს მხრიდან შპს ,,ჯორჯიან მარგანეზის’’ საგადასახადო დავალიანების განსაზღვრა განხორციელდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. არსებითად დაირღვა მატერიალური კანონმდებლობა.  შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო კერძო კომპანიაზე თანხის დარიცხვის საფუძვლები და საგადასახადო ორგანოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა.

     დამატებითი ინფორმაციისთვის, ,,ჯორჯიან მარგანეზი’’ წარმოადგენს ამერიკული კომპანია ,,ჯორჯიან ემერიქენ ელოიზის’’ მიერ დაფუძნებულ საზოგადოებას, რომელიც საქართველოში სამ უმსხვილეს საწარმოს - ,,ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას’’, ,,ჭიათურმანგანუმსა’’ და ,,ვარციხე ჰესების კასკადს’’ ფლობს. 


სასამართლოსთვის მიმართვის წესი

სასამართლოსთვის მიმართვის წესი

ქუთაისის სასამართლოს შენობის ისტორია

ისტორია

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ძვ. წ.   XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება, მდინარე რიონის   მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე კი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ვრცელი   დასახლების კვალია შემორჩენილი.

იხილეთ მეტი
http://parliament.ge
http://supremecourt.ge
http://hcoj.gov.ge/
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
1348490145_macne
1343896684_sajaro shetyobinebebi
1348490167_googlemap