სიახლე

გამოქვეყნებულია: 30/05/2016


1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის მოწვევის და მისი დღის წესრიგის განსაზღვრის თაობაზე

მოწვეულ იქნეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში - კომისია) სხდომა 2016 წლის 7 ივნისს, 18:15 საათზე, შემდეგი საკითხების განსახილველად:

ა) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მოსამართლის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველ კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი განცხადებების გადარჩევა;

ბ) კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან გასაუბრების თარიღის, დაწყების დროისა და გრაფიკის განსაზღვრა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსმა - ნათია ლოლაძემ განახორციელოს კომისიის წევრთა, ასევე - კონკურსანტების ინფორმირება ზემოთ მითითებული საკითხების შესახებ, კომისიის 2016 წლის 13 მაისის №1 გადაწყვეტილებით დადგენილი წესით.

მიმაგრებული ფაილი 


სასამართლოსთვის მიმართვის წესი

სასამართლოსთვის მიმართვის წესი

ქუთაისის სასამართლოს შენობის ისტორია

ისტორია

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ძვ. წ.   XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება, მდინარე რიონის   მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე კი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ვრცელი   დასახლების კვალია შემორჩენილი.

იხილეთ მეტი
http://parliament.ge
http://supremecourt.ge
http://hcoj.gov.ge/
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
1348490145_macne
1343896684_sajaro shetyobinebebi
1348490167_googlemap