ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მჯავრდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

გამოქვეყნებულია: 13/11/2012

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ სერგო ჩაჩიბაიას 4–წლიანი საპატიმრო მსჯავრი მოუხსნა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის განაჩენით, ჩაჩიბაია ცივი იარაღის ტარებასა და პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. შემთხვევა ქ. ზუგდიდში მიმდინარე წლის მარტში მოხდა. ბრალდების მხარის მასალებით, სამართალდამცავებმა  ჩაჩიბაია ქუჩაში ჩხუბის დროს დააკავეს.  მან სამმართველოში გადაყვანისას  პოლიციის მუშაკს ქურთუკი შემოახია და სახეში ხელი გაარტყა. მასვე სამართალდამცავებმა ჩხრეკისას ჯიბიდან  დანა ამოუღეს.  

   სერგო ჩაჩიბაიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სერგო ჩაჩიბაიას დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას შერაცხულ დანაშაულში. ამიტომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სერგო ჩაჩიბაია გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ბოლოს სიახლეები


სასამართლოსთვის მიმართვის წესი

სასამართლოსთვის მიმართვის წესი

ქუთაისის სასამართლოს შენობის ისტორია

ისტორია

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ძვ. წ.   XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება, მდინარე რიონის   მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე კი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ვრცელი   დასახლების კვალია შემორჩენილი.

იხილეთ მეტი
http://parliament.ge
http://supremecourt.ge
http://hcoj.gov.ge/
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
1348490145_macne
1343896684_sajaro shetyobinebebi
1348490167_googlemap