დიმიტრი გვრიტიშვილი

დაიბადა 1980 წლის 16 ოქტომბერს დუშეთში.

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის N36-ე საშუალო სკოლა.

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტი.

2003-2005 წლებში მუშაობდა კავშირში "ადვოკატთა ასოციაცია"

2005-2007 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატის მთავრობის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე

2007 წელს მუშაობდა ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2007 წლიდან 2008 წლის 17 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 17 ნოემბრის №1/204 გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ; ხოლო 2015 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ასრულებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას. საქართველოს უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 05 ივნისის 1/176 გადაწყვეტილების თანახმად დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სიმონ ჩხაიძე

დაიბადა 1974 წლის 31 მარტსქ. ბათუმში

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1996-99 წლებში მუშაობდა ბათუმის სოციალურ-პოლიტიკურ ინსტიტუტში, ხოლო შემდგომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მასწავლებლად.

1998 წელს იყო დამოუკიდებელი რეგისტრატორი "რეესტრ-ცენტრის" იურისტი. 
1998-2000 წლებში იყო სს "ინდუსტრია-ინვესტის" იურისტი.

1999-2000 წლებში იყო შპს "იურიდიულ-საგადასახადო კონსალტინგის" დირექტორი, ხოლო 2000-2004 წლებში - შპს "იურიდიულ-საგადასახადო კონსალტინგის" თბილისის ფილიალის დირექტორი. 
2004-2006 წლებში იყო სპს "ალაფიშვილი, ყავლაშვილი და ჩხაიძე - GLG იურიდიული ოფისის" მმართველი პარტნიორი.

1999-2006 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 
2004 წლის 1 ივნისიდან 2004 წლის 1 ოქტომბრამდე იყო აჭარის ა/რ უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი. 
შემდგომ მუშაობდა თავისუფლების ინსტიტუტში რეგიონალურ ომბუდსმენად.

საქართველოსპრეზიდენტის №136 2006წლის 20 თებერვლის ბრძანებულებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. 

2006 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ირმა პერანიძე

აიბადა 1967 წლის 07 ივლისს ქ. ზესტაფონში.

1984 წელს, დაამთავრა ქ. ზესტაფონის საშუალო სკოლა. 

1985-1991 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 
სწავლის პერიოდში და უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ მუშაობდა სხვადასხვა წარმოება-დაწესებულებებში.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 სექტემბრის №477 ბრძანებულების საფუძველზე დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ.

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის "ო" ქვეპუნქტისა და 541მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2005 წლის 1 ნოემბრიდან, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 31 ოქტომბრის №889 ბრძანებულებით დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2014 წლის 15 დეკემბრის №1/113 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო.

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 26 აპრილის №1/16 გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 მაისიდან, 3 წლის ვადით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მარინე იმერლიშვილი

დაიბადა 1966 წლის 11 ოქტომბერს ქ. ხაშურში

1983 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის მე-4 საშუალო სკოლა.

 1986 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1991 წელს.

 1984 წლიდან 1986 წლამდე მუშაობდა თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთის კოლ-მეურნეობაში. 

1994-1995 წლებში მუშაობდა აბაშის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის იურისტად.

1995-1999 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ქუთაისის ადვოკატურაში. 

1999-2000 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 ივლისის №790 განკარგულებით დაეკისრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 ოქტომბრის №423 ბრძანებულებით დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ.

საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის "ო" ქვეპუნქტისა და 541 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2005 წლის 1 ნოემბრი-დან საქართველოს პრეზიდენტის 2005წლის 31 ოქტომბრის №892 ბრძანებულებით გათავისუფლებულ იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 19 ნოემბრის 1/325 გადაწყვეტილებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიოდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო.

   საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 19 ნოემბრის 1/316 გადაწყვეტი-    ლებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად 2012 წლის 20 ნოემბრიდან დაინიშნა ქუთაისის სა-აპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მარინა სირაძე

დაიბადა 1961 წლის 8 ოქტომბერს. ქ. ქუთაისში.

1978 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის მეორე საშუალო სკოლა.

1992 წელს დაამთავრა კრასნოიარსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 

1982-1991 წლებში მუშობდა კრასნოიარსკის შს სამხარეო სამმართველოს საინფორმაციო განყოფილებაში, უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.

1992 წლიდან იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 მაისის №255 ბრძანებულებით დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ. 

საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის "ო" ქვეპუნქტისა და 541 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2005 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 31 ოქტომბრის №893 ბრძანებულებით გათავისუფლებულ იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 09 ოქტომბრის №1/280 გადაწყვეტილებით დაინიშნა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 30 ოქტომბრის №1/229 გადაწყვეტილებით თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, 2012 წლის 31 ოქტომბრიდან. 

თამარ სვანიძე

დაიბადა 1962 წლის 13 ივლისს.

ოზურგეთის რაიონის სოფ. ვაკიჯვარში.

1979 წელს დაამთავრა ვაკიჯვარის საშუალო სკოლა.
1980 წელს დაამთავრა ლიხაურის პროფ.ტექნიკური სასწავლებელი.
1980-81 წლებში მუშაობდა სოფ. ვაკიჯვარის კოლმეურნეობაში.
1982 წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1987 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1987-90 წლებში მუშაობდა ოზურგეთის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების იურისკონსულტად.

1991-99 წლებში მუშაობდა ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის ადვოკატად.
1999 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ.

2005 ნოემბრიდან პრეზიდენტის ბრძანებულებით გათავისუფლებული იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება თავისი სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ხათუნა ხომერიკი

დაიბადა 1970 წლის 18 დეკემბერს. ქ. ოზურგეთში.

1988 წელს დაამთავრა ოზურგეთის №2 საშუალო სკოლა;

1990 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

1991-1994 წლებში მუშაობდა ოზურგეთის რაიონის სასამართლოში თარჯიმნად;

1994 -2000 წლებში მუშაობდა სს ”ქუთპურტრანსის” იურისტად;

1999 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა;

2000 -2001 წლებში მუშაობდა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში იურისტად;

2001-2002 წლებში მუშაობდა იმერეთის საოლქო პროკურორის სტაჟიორ-თანაშემწედ;

საქართველოს პრეზიდენტის 05.03.2002წ, №249 განკარგულებით დაეკისრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება 18 თვის ვადით, რაც საქართველოს პრეზიდენტის 03.05.2003წ №514 განკარგულებით ”საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 852.1 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით ვადამდე შეწყდა და 2003 წლის ივნისში დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ 10 წლის ვადით;

საქართველოს პრეზიდენტის 24.02.2006წ №166 ბრძანებულებით გათავისუფლდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და ჩაირიცხა საერთო სასამართლოებისმოსამართლეთა რეზერვში;

საქართველოს პრეზიდენტის 02.04.2007წ, №140 განკარგულებით დაეკისრა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილების განსახორციელებლად მივლინებული იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში;  

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 055.2011წ, №1/81 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და უფლებამოსილების ვადის ფარგლებში დაეკისრა ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 055.2011წ, №1/83 გადაწყვეტილებით მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად მივლინებული იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში;    

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 30.10.2012წ, №1/231 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 29.11.2013წ, №1/178 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 29.11.2013 წ, №1/187 გადაწყვეტილებით განმწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მურთაზ მეშველიანი

დაიბადა 1956 წლის 3 მარტს ლენტეხის რაიონის სოფელ ნანარში.

1971 წელს დაამთავრა ხოფურის რვაწლიანი სკოლა.

1973 წელს დაამთავრა ლენტეხის რაიონის სკოლა-ინტერნატი.

1975 წელს დაამთავრა თბილისის №49 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი.

1980წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1980-1991 წლებში მუშაობდა შსს ხონის შს განყოფილების გამომძიებლად, შემდგომ კი უფროს გამომძიებლად.

1991-1999 წლებში იყო ხონის რაიონის სასამართლოს მოსამართლე.

1999-2001 წლებში იყო ხონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე

2001-2003 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2003-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2009 წლის 9 ნოემბრიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას  ახორციელებდა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, ხოლო 2011 წლის მაისიდან 2013 წლის ივნისამდე ხელვაჩაურის  რაიონულ სასამართლოში.

2013 წლის 29 ნოემბრის №1/191 გადაწყვეტილების საფუძველზე ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-41 პუნქტის შესაბამისად გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამარლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გოჩა აბუსერიძე

დაიბადა 1973 წლის 12 ოქტომბერს ქ. სამტრედიაში.

1990 წელს წარჩინებით დაამთავრა სოფელ საჯავახოს საშუალო სკოლა.
1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1992-1994  წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 

1999-2002  წლებში მუშაობდასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული განყოფილების გამომძიებლად.

2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად.
2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ.
2005-2008 წლებში მუშაობდასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლად.

2007წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2008-2009 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2009-2010 წლებში იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის  რაიონულისასამართლოს მოსამართლე.
2010  წლის სექტემბრიდან დაინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ და ამავდროულად დაეკისრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილება.

 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 21 თებერვლის №1/28 გადაწყვეტილებით 2012 წლის 27 თებერვლიდან მივლინებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.  იმავდროულად დაევალა საჭიროების შემთხვევაში სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 30 ოქტომბრის №1/230 გადაწყვეტილებით  დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

2012 წლის 27 თებერვლიდან დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

2013 წლის 19 მარტიდან დღემდე მუშაობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

2012 წლიდან მუშაობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეულ სპეციალისტად.

2014 წლიდან სწავლობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ვერა დოლიძე

დაიბადა 1970 წლის 22 აგვისტოს,  ქ.ქუთაისში.

1987  წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის №25 საშუალო სკოლა ვერცხლის მედლით.

1993  წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1994-1998  წლებში მუშაობდა ქ.ქუთაისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორად.

1998-2001  წლებში მუშაობდა  ქ.ქუთაისის  პროკურორის  თანაშემწედ.

2001-2005  წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

2005-2006  წლებში იყო აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2006-2009  წლებში იყო ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 29 აპრილის №1/82 გადაწყვეტილებით 2009წლის 4 მაისიდან მივლინებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  2009 წლის 7  სექტემბრის №1/176  გადაწყვეტილებით  გათავისუფლდა ქობულეთის ლიკვიდირებული რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  2009 წლის 7  სექტემბრის №1/204 გადაწყვეტილებით 2009  წლის 10 სექტემბრიდან  მივლინებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 1 დეკემბრის №1/398 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა  ლიკვიდირებული  ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012  წლის 2 აგვისტოს №1/136 გადაწყვეტილებით 2012 წლის 15 აგვისტოდან მივლინებული იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად. 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012  წლის 19 ნოემბრის №1/319 გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, 2012 წლის 12 დეკემბერიდან.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2017 წლის 06 მარტის №164/01-04 ბრძანებით ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

მალხაზ ოქროპირაშვილი

დაიბადა 1972 წლის 9 ოქტომბერს

 ქ. ქუთაისში.
1989 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის №17 საშუალო სკოლა.

1990-1996 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 
1992 წლის იანვრიდან მაისამდე მუშაობდა ქ. ქუთაისის სასამართლოში სასამართლოს აღმასრულებლად.

1992-1999 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის სასამართლოში სხდომის მდივნად. 
1999-2005 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ. 
2005 წლის ივნისში წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 სექტემბრის №803 ბრძანებულებით დაინიშნა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის №84 ბრძანებულებით გათავისუფლდა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის №84 ბრძანებულებით გათავისუფლდა აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის №82 ბრძანებულებით გაამწესეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ თავისი სამოსამართლეო უფელბამოსილების ვადის ფარგლებში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 31 მაისის №1/102-2007 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 31 მაისის №1/107-2007 გადაწყვეტილებით დაეკისრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება. 

საქართველოს იუსუტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 1 აგვისტოს №1/133 გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ. 

საქართველოს იუსუტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 1 აგვისტოს №1/134 გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.

საქართველოს იუსუტიციის უმაღლესი საბჭოს 2015  წლის 25  დეკემბრის №1/201 გადაწყვეტილებით 2016 წლის 4 იანვრიდან, დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ, 3 წლის ვადით.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 19 ივნისის №1/204 გადაწყვეტილებით 2017 წლის 20 ივნისიდან დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

თეიმურაზ სვანიძე

დაიბადა 1956 წლის 8 დეკემბერს, ქ. ტიბულში.

 1973 წელს დაამთავრა ქ. ტყიბულის #1 საშუალო სკოლა.

1975-1977 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყაზახეთში, სპეციალური დანიშნულების ასეულში.

1986 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1978 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში, იყო რიგითი პოლიციელი, უბნის ინსპექტორი და გამომძიებელი.

მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

1994-2002 წლებში მუშაობდა საგამოძიებო დანაყოფის ერთ-ერთ ხელმძღვანელად იმერეთის საგამოძიებო სამსახურში.

2002-2003 წლებში მუშაობდა იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსად.

2003-2006 წლებში იყო ტყიბულის შს საქალაქო განყოფილების უფროსი.

2006 წლიდან არის ტყიბულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2010 წლებში დაკისრებული ჰქონდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2010 წლის სექტემბრიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2012 წლის 2 ნოემბრიდან არის ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

საქართველოს ისუტიციის უმაღლესი საბჭოს 2015  წლის 25  დეკემბრის №1/200 გადაწყვეტილებით 2016 წლის 4 იანვრიდან, დაინიშნა ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ, 3 წლის ვადით.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მაკა გორგოძე

დაიბადა 1975 წლის 9 იანვარს, ადიგენის რაიონში;

განათლება:

1992 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის N5 საშუალო სკოლა;

1997 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

1999 წელს სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სამართლისისტორიის სპეციალობით (ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმით გათვალისწინებული გამოცდები, პარალელურად მუშაობდა თემაზე'ერეკლე მეორის სამართლებრივი დოქტრინა');

2003-2005 წლებში იყო თბილისის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის მაძიებელი, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს 7 სამეცნიერო სტატია, ასევე არის მონოგრაფიის ავტორი თემაზე ‘რეციდიული დანაშაულობის კრიმინოლოგიური დახასიათება“;

სამუშაო გამოცდილება:

1998-1999 წლებში მუშაბდა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში, ლექტორად;

1999-2004 წლებში კითხულობდა ლექციებს ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკური ტექნიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის კათედრაზე სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით;

2004-2005 წლებში მუშაობდა ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკური მოძღვრების, საქართველოს ისტორიის და სამართლის კათედრაზე, სისხლის სამართლის მიმართულებით;

2005- 2006 წლებში იყო ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკური ტექნიკისა დატექნიკური ექსპერტიზის კათედრის სისხლის სამართლის მიმართულების ლექტორი;

2006-2007 წლებში კითხულობდა ლექციებს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულიფაკულტეტზე სისხლის სამართლის მიმართულებით (სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის სექტორში);

2007 წელს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში სპეციალისტად;

2007 წელს მუშაობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსად;

2007-2009 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2009- 2012 წლებში მივლინებული იყო ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად, პარალელურად დავალებული ჰქონდა ხარაგაულის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილება;

2010-2012 წლებში იყო სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2012 წლიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.


სასამართლოსთვის მიმართვის წესი

სასამართლოსთვის მიმართვის წესი

ქუთაისის სასამართლოს შენობის ისტორია

ისტორია

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ძვ. წ.   XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება, მდინარე რიონის   მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე კი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ვრცელი   დასახლების კვალია შემორჩენილი.

იხილეთ მეტი
http://parliament.ge
http://supremecourt.ge
http://hcoj.gov.ge/
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
1348490145_macne
1343896684_sajaro shetyobinebebi
1348490167_googlemap