ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობის ისტორია

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება, მდინარე რიონის   მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე კი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ვრცელი  დასახლების კვალია შემორჩენილი. ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც   ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი,   აფხაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობას. უძველესი დროიდან ქალაქი ორ ნაწილად   იყოფოდა. პირველი ნაწილი მდ. რიონის მარჯვნივ მაღლობზე იყო გაშენებული, ხოლო   მეორე ნაწილი მარცხნივ - ვაკეზე მდებარეობდა. გვიან ფეოდალურ ხანაში პირველს ზედა   ქალაქს, ხოლო მეორეს ქვედა ქალაქს უწოდებდნენ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობა, ცენტრალური ბულვარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ქუთაისის განვითარების ისტორია გვიჩვენებს, რომ ქალაქის თავდაპირველ ცენტრს უქიმერიონის ციხე-სიმაგრე წარმოადგენდა. შემდგომ ცენტრის ფუნქცია დღევანდელი თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიამ დაიკავა, სადაც იმერეთის მეფეთა სასახლე - "ოქროს ჩარდახი" მდებარეობს. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში კი ქალაქის ცენტრმა "ოქროს ჩარდახიდან" მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროსკენ, "სამეფო ადგილზე"  გადაინაცვლა, სადაც იმერეთის ოლქის, ხოლო შემდეგ ქუთაისის გუბერნიის მმართველობა მდებარეობდა.


სასამართლოსთვის მიმართვის წესი

სასამართლოსთვის მიმართვის წესი

ქუთაისის სასამართლოს შენობის ისტორია

ისტორია

ქუთაისი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ძვ. წ.   XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება, მდინარე რიონის   მარჯვენა ნაპირზე აღმართულ ბორცვებზე კი ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების ვრცელი   დასახლების კვალია შემორჩენილი.

იხილეთ მეტი
http://parliament.ge
http://supremecourt.ge
http://hcoj.gov.ge/
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა
1348490145_macne
1343896684_sajaro shetyobinebebi
1348490167_googlemap